საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები სოფელ სამებასთან დღეს, დილით დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სამებასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:45 საათზე 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები გასულ თვეშიც დაფიქსირდა, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.