თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მამაკაცთა მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა.
მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში ტურნირის მასპინძლებმა საფრანგეთის ნაკრებთან ანგარიშით 5:10 წააგეს (1:3, 1:3, 1:2, 2:2). გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ტომას ვერნუ, რომელმაც ჰეტ-ტრიკი გაიფორმა.
ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავეს იაპონიის წყალბურთელებმა, რომლებმაც ყაზახეთს მოუგეს (17:10).
მსოფლიო ლიგის ბრინჯაოს მედლებს გაითამაშებენ იტალიის და საბერძნეთის ნაკრებები, ხოლო ტურნირის გამარჯვებულს აშშ-ის და მონტენეგროს დაპირისპირება გამოავლენს.