ლიზა ყენია სოციალურ ქსელში აქტიურია და სხვადასხვა ყოველდღიურ სიახლეს ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა „ფეისბუქზე“ სამწუხარო ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ლიზას დეიდა გარდაეცვალა.
„ჩემი ბუთქუ დეიდა აღარ არის“, – დაწერა ლიზა ყენიამ სოციალურ ქსელში და ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. ლიზას გულშემატკივრებმა ოჯახის ტრაგედია გულთან ახლოს მიიტანეს. „კეთილი და სუფთა ადამიანი“, „ვიზიარებ ლიზა“, – უწერენ კომენტარებში მომღერალს.
ლიზას დედა მაია ჯაბუა იმ „მზიურელების“ სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება.
ყოფილ „მზიურელს“ სამი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მათგან მომღერლის ცხოვრებაში უკანასკნელი ქორწინება უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი.