მსოფლიო ფეხბურთის იტალიელმა ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ მოსკოვში მდებარე ქართულ რესტორანში ოჯახთან ერთად ისადილა. კერძებით აღფრთოვანებულმა ფრანჩესკოს მეუღლემ ილარი ბლაზისმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა.
ფრანჩესკო ტოტი ქართულ რესტორანში
© photo: siamolaroma.it / Instagram
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დაჟინებით სთხოვს მეუღლე ვეტერან ფეხბურთელს ქართული კერძების გასინჯვას. „ხელიდან არ დაგივარდეს, გიჟი ხარ?! ჩემი აზრით, შეუძლებელია ეს არ გასინჯო“, – ამბობს ილარი ბლაზისი.
ვიდეოში ჩანს ქართული ლიმონათი, „ბორჯომი“ და სხვა ქართული ტრადიციული კერძები.
იტალიური „რომას“ ყოფილმა შემტევმა ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა. ფორვარდმა „რომაში“ მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა (1992-2017 წლებში), გუნდთან ერთად კი იტალიის ჩემპიონი და ორ-ორჯერ იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. საკმაოდ ემოციური გაცილების შემდეგ მას გულშემატკივრებმა „იმპერატორიც“ შეარქვეს.