ბავარიაში წყალდიდობაა რამდენიმე სოფელში, მოსახლეობა სარდაფებიდან წყალს ტუმბავს და ქუჩებიდან ტონობით ნაგავი გააქვთ.
შტუტგარტში ოპერის შენობას სახურავი აეხადა და რამდენიმე სკულპტურა დაზიანდა. ამ დროს ოპერაში მიმდინარეობდა კონცერტი, დარბაზში 250 მაყურებელი იმყოფებოდა. დაზიანებული ჭერიდან წყალი სცენაზე მოხვდა და განათება დააზიანა. შენობაში, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ქალაქში დაიტბორა რამდენიმე საავტომობილო გვირაბი.
სინოპტიკოსების პროგნოზების თანახმად, უახლოეს დღეებში ქარიშხალი გერმანიის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეებში გადაინაცვლებს.