როგორიც დროა, საჩუქრებიც ისეთია: ვაქცინები – საუკეთესო დახმარება საქართველოსთვის

ქვეყანა სიხარულით ხვდება კორონავირუსის ვაქცინების თითოეულ პარტიას. საქართველომ უკვე მიიღო ასეულ ათასობით დოზა და მომავალშიც მიიღებს.
Sputnik

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან განაგრძონ მოსახლეობის ვაქცინაცია. ივლისში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა ჩინურ ვაქცინებს — Sinopharm-სა და Sinovac-ს მიიღებს.

ამასთან სამინისტროში უკვე იციან Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის ზუსტი თარიღიც, რომლის მილიონი დოზაც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. თუმცა ეს თარიღი, მწარმოებელი კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯერ არ დასახელებულა.