ეკატერინე ტიკარაძე: ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს
© Sputnik
„ივლისიდან ჩვენ მილიონ დოზაზე მეტ ვაქცინას ველოდებით და პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, რომელიც გულისხმობს კორონავირუსის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. კლინიკების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გავივლით ყველა იმ საკითხს, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეებს რაიმე პრობლემა არ შეექმნათ. ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას – გადაჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც კლინიკებს შეიძლება გააჩნდეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 262 ათასზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული.