რას გეგმავს მერია თბილისში წყალდიდობების პრევენციის მიზნით

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ წყალდიდობების რისკისა და ზედაპირული წყლების მართვის ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით სპეციალური სისტემის შემუშავებას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
Sputnik
რას გეგმავს მერია თბილისში წყალდიდობების პრევენციის მიზნით
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დედაქალაქში შერჩეული ტერიტორიების შესწავლა, ანალიზი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა სანიაღვრე-სადრენაჟო ქსელის გამართული ექსპლუატაციისთვის. ტექნიკური სამუშაოები ითვალისწინებს ისეთი კომპონენტების შესწავლას, როგორებიცაა მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია და წყლის ხარისხი. შემდგომში კი მტკვრის დაბინძურების პრევენციის მიზნით მდინარეზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტი საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ საფრანგეთის საგრანტო პროგრამით ფინანსდება და ის ფრანგულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან (Suez Consulting) შეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.