უჩვეულო სალათი წონაში დასაკლებად: მარტივი რეცეპტი

ეს სალათი ორი კვირის განმავლობაში ხუთ კილოგრამამდე წონას მოგაკლებთ, ამასთან ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვინაიდან „შლაკებს“ ისე გამოდევნის, თითქოს ცოცხით ხვეტდეს.
Sputnik
მწვანე ლობიოს სალათი: დაბალკალორიული რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის

ამასთან ის ძალიან დაბალაკლორიულია და შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გაგიხარდებათ, მით უმეტეს, რომ შესანიშნავი გემო აქვს.

დიეტოლოგების თქმით, თუ ამ სალათს ორი კვირის განმავლობაში მიირთმევთ ვახშმად (და სხვა არაფერს), ხუთ კილოგრამზე მეტს დაიკლებთ.  ამასთან ძალიან მალე იგრძნობთ სასიამოვნო ცვლილებებს ჯანმრთელობის მხრივაც.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კომბოსტო — 100 გრამი;
  • სტაფილო — 100 გრამი;
  • ვაშლი — 100 გრამი;
  • ჭარხალი — 100 გრამი;
  • ზღვის კომბოსტო — 100 გრამი;
  • შავი ქლიავის ჩირი — 50 გრამი, ლიმონის წვენი — 5 გრამი;
  • ზეთი — 15 გრამი.

მომზადების წესი

პირველ რიგში, ჩაალბეთ წყალში შავი ქლიავის ჩირი და დადგით მანამ, სანამ დაგჭირდებათ.

ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მოურიეთ მიღებულ მასას და ხელით მოჭყლიტეთ ისე, რომ წვენი გამოუვიდეს.

ამის შემდეგ ჩაახეხეთ ვაშლი და დაუმატეთ ლიმონის წვენი და ზეთი.

აიღეთ დამბალი ჩირი და დაჭერით წვრილ ზოლებად. ჩაამატეთ სალათში და კარგად ამოურიეთ.

სალათს მარილი არ სჭირდება — ისედაც ძალიან გემრიელია.

ესაა და ეს. მიირთვით და გახდით გემრიელად!