ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

მეხის დაცემის შედეგად საბაგიროს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საკურორტო დაბა ბაკურიანში „კოხტაგორას" მთაზე საბაგიროს მეხი დაეცა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия მთის კურორტების განვითარების კომპანიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა 29 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.

მეხის დაცემის შემდეგ გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაცია სწრაფად მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საბაგირო გზა ავსტრიული კომპანიის მიერ არის დამონტაჟებული. მეხის დაცემის შედეგად მიღებული ზარალის დასათვლელად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცნონ. ავსტრიელი სპეციალისტები მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან.