საქართველოდან მოცვის ექსპორტი იზრდება

ბოლო ორ თვეში მოცვის ექსპორტიდან ქვეყანამ გასულ წელთან შედარებით 14 პროცენტით მეტი შემოსავალი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ბოლო ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 376 ტონა მოცვი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

1 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან გატანილი მოცვის ღირებულებამ 2,429 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელზე 307 ათასი აშშ დოლარით მეტია.

კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება

ბოლო ორ თვეში მოცვის ექსპორტიდან ქვეყანამ გასულ წელთან შედარებით 14 პროცენტით მეტი შემოსავალი მიიღო. მაისი-ივნისში 10%-ით გაიზარდა მოცვის საექსპორტო ფასი და 6,5 დოლარი/კგ შეადგინა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), კატარში (1,5 ტონა) და მოლდოვაში (0,9 ტონა).

ბოლო დროს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.