კალაძე: „პრაიდის კვირეულის“ გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს თუ რატომ არის მიუღებელი მისთვის აღნიშნული ღონისძიების გამართვა
Sputnik
კალაძე: „პრაიდის კვირეულის“ გამართვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

„რაც შეეხება  „პრაიდის კვირეულს“, მისი ჩატარება, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, ვინც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენოს. ზოგადად, კი გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა“, - ამბობს კალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 1–5 ივლისს თბილისში პრაიდ–კვირეულის გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც „ღირსების მარშის“ ჩატარებას აპირებს.