აბაშაში შშმ პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბრალდებულმა აბაშის რაიონში მიმდინარე წლის 11 მარტს თანასოფლელი ქალი გააუპატიურა. მამაკაცი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. 
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. აბაშაში 65 წლის თანასოფლელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 40 წლის მამაკაცს სენაკის რაიონულმა სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, ბრალდებულმა აბაშის რაიონში გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ქალი გააუპატიურა.

აბაშაში 65 წლის ქალის გაუპატიურებისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ჩადენილს გენდერული ნიშნით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი  გაუპატიურების ფაქტზე  ბრალდებული დამნაშავედ ცნო.