„ხატია ტრენაჟორს ეძახის“ – რამაზ ნოზაძეს უცხოეთში ქალი ერთი ღამით ღალატად არ ეთვლება

სპორტსმენი რამაზ ნოზაძე და ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა რამდენიმე წელია ერთად არიან და ოთხ შვილს ზრდიან. აღმოჩნდა, რომ რამაზისთვის პრობლემა არ არის, თუ უცხოეთში მეგობრებთან ერთად გასართობად ქალთან ერთ ღამეს გაატარებს.
Sputnik

ცნობილი სპორტსმენი რამაზ ნოზაძე ოთხი შვილის მამაა. მას და ხატია სიჭინავას მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ. რამაზი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, არის თუ არა მართლაც მამაკაცებისთვის „გასატეხი“, როდესაც მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის და ქალებთან გართობაზე მხოლოდ ის ამბობს უარს.

„არის დაწესებულებები, სადაც მიხვალ და ქალის პრობლემა არ იქნება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა ქალი გიყვარდება და იმასთან ყოფნა გინდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხატიას სიტყვებს გავიმეორებ, „ტრენაჟორი“ დაარქვა ამ მომენტს. ტრენაჟორზე რომ ივარჯიშო, ეს ხომ არ გამოდის შენი ცოლის სიყვარულის ღალატი? ეს მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. შესაძლოა, არც გინდოდეს არაფერი, მაგრამ დალიოთ ბიჭებმა და გართობას ესეც მოჰყვეს. ეს არ ნიშნავს, რომ შენს შეყვარებულ ადამიანს უღალატე. ეს მხოლოდ იმ მომენტში მოხდა, ხომ არ გრძელდება. არის შემთხვევები, როცა ღრმად შედიან და უკვე საყვარლების თემა მოდის, ცოლსაც დაშორებიან ამ მიზეზით – ეს უკვე მარაზმში გადადის, თუმცა უცხოეთში გართობა ღალატად ნამდვილად არ მიმაჩნია“, – ამბობს სპორტსმენი.

ამ მოსაზრების მიუხედავად, ამავე ინტერვიუში რამაზ ნოზაძე დასძენს, რომ ძალიან მომთმენი ადამიანია და არ უნდა, პატარა ხინჯიც ჰქონდეს გულში. საზღვარგარეთ როცა არის, თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში, ცდილობს რაღაცებს არ აჰყვეს და ოჯახზე იფიქროს, ამიტომ მსგავს გართობაზე უარს ამბობს.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან. რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცროსი - ნანატრი ვაჟი წყვილს რამდენიმე თვის წინ შეეძინა.