ტიკარაძე: ყველა ტურისტისთვის ტესტირება სავალდებულო უნდა იყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საუბრობს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, ტურისტებმა საქართველოში შემოსვლის შემდეგ PCR-ტესტი გაიკეთონ.
Sputnik
ტიკარაძე: ყველა ტურისტისთვის ტესტირება სავალდებულო უნდა იყოს
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტურისტმა, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, საქართველოში დამატებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება. ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ ტურისტების ტესტირება არა რეკომენდაცია, არამედ რეგულაცია უნდა იყოს“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა. 1 ივნისიდან ქვეყანამ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.