სეტყვა და წვიმა: სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

ამ დღეებში საქართველოში ძალიან ცხელა, მაგრამ სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 29-30 ივნისს ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი ელჭექით, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამინდის პროგნოზი თბილისში: 28 ივნისი – 4 ივლისი

მთიან რეგიონებში ძლიერი წვიმა, ზოგან სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს, აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დღეებში საქართველოში დიდი სიცხეა. ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს.