ყვითელი ამბები

დათო ხუჯაძის გრანდიოზული ქორწილი აჭარაში – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა წყვილი

45 წლის მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. ნახეთ როგორი ქორწილი გადაიხადეს აჭარაში და როგორ გამოიყურებოდა წყვილი.
Sputnik

მომღერალმა დათო ხუჯაძემ და მისმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის „ოაზისში“ გადაიხადეს. ქორწილს ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

 

ცნობილი მომღერალი დათო ხუჯაძე რამდენიმე თვის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე პროფესიით მუსიკოსი ეკა დალაქიშვილია. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია.

როგორც მოგვიანებით ხუჯაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუ­ჯა­ძე წლე­ბის წინ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბა­ში. მომ­ღე­რა­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ნა­თე­სავ­ზე ნა­თია ონი­ან­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ყო­ფი­ლი ცოლი სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეს და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ხედავს გო­გო­ნას.

დათო ხუჯაძე – ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ იქნა აღიარებული საქართველოში როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან-პრის მფლობელი.

თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.