დათო ხუჯაძე ცოლთან ერთად საკუთარ ქორწილში მღერის – ვიდეო

მომღერალი დათო ხუჯაძე ეკა დალაქიშვილზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის „ოაზისში“ გადაიხადა.
Sputnik

ქორწილს ცნობილი სახეები და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. 

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასრულებენ სიმღერას ახალდაქორწინებულები. "ჩვენ ორივე იმერლები ვართ და ამოვიჩემეთ ეს სიმღერა", – ამბობს დათო სიმღერის წინ.

ვიდეოს „ფეისბუქზე“ ნათია ხუჯაძე აქვეყნებს წარწერით: „საყვარლები. იხარეთ და იბედნიერეთ“.