საფრანგეთში დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს:ყველა წევრი საქართველოს და სომხეთის მკვიდრია

საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციაში სომხეთის და საქართველოს 12 მკვიდრი შედიოდა. ყველა მათგანი საფრანგეთში დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სტრასბურგში დააკავეს 12-კაციანი ბანდა, რომელიც საერთაშორისო დანაშაულებრივი ორგანიზაციის ელზასის ქვედანაყოფს წარმოადგენდა და სპეციალიზებული იყო ყველა სახის ქურდობაზე, იუწყება РИА Новости ტელეარხ France3-ზე დაყრდნობით.

თორმეტივე პირი საქართველოს და სომხეთის მკვდრია.

მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიასა და საფრანგეთში: დაკავებულია საქართველოდან ჩასული 46 პირი

ორწლიანი გამოძიების შედეგად, რომელიც ქვემო რეინის დეპარტამენტის საზოგადოებრივი უშიშროების ცენტრალური სამმართველოს (DDSP) და მოძრავ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს პოლიციელებმა ჩაატარეს, 21 ივნისს 12 პირი დააკავეს.

2019 წლიდან ქვემო რეინის დეპარტამენტის პოლიციელებმა გამოავლინეს და დააკავეს ქართველი მძარცველების ორი ჯგუფის წევრები. სხვა ჯგუფებთან ერთად მათ 200-ზე მეტი ძარცვა ჩაიდინეს. გამოძიებამ სამართალდამცველები გაიყვანა მაფიოზურ ორგანიზაციაზე სახელწოდებით „კანონიერი ქურდები“, რომლის მეთაური სტრასბურგში იმყოფებოდა და ელზასის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.