დათო ტურაშვილი: „ჩემთვის რომ ეთქვათ ასეთი რამ, იმ თვითმფრინავში მოვხვდებოდი?“

მწერალი დათო ტურაშვილი საუბრობს თავის წიგნზე „ჯინსების თაობა“, რომელიც მსოფლიოს 17 ენაზეა თარგმნილი.
Sputnik
დათო ტურაშვილი: „ჩემთვის რომ ეთქვათ ასეთი რამ, იმ თვითმფრინავში მოვხვდებოდი?“

„ძნელია თქვა რა არის წიგნის წარმატების საიდუმლო, ამაზე არასოდეს მიფიქრია. ადამიანები იმიტომ წერენ, რომ... წერენ. მეც იმიტომ დავწერე ეს წიგნი, რომ შინაგანად ვიგრძენი, ეს ამბავი ძალიან მაწუხებდა და არ მასვენებდა“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალი საუბრობს „თვითმფრინავის ბიჭებზე" – 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობაზე. მისი თქმით, როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, იგი სკოლის მოსწავლე იყო და იმ ბიჭებთან მიმართებით ძირითადად ერთი მხარის პოზიცია ესმოდა... რომ ისინი ბანდიტები და კრიმინალები იყვნენ. თუმცა, მას მეორე მხარის პოზიცია აინტერესებდა, რომელზეც ხმამაღლა არავინ საუბრობდა.