როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

პანდემიის მიუხედავად, აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ზღვაზე დასვენება უსაფრთხოა, თუმცა ისინი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ და თავშეყრის ადგილებში ყოფნიგან თავის შეკავებას ურჩევენ.
Sputnik

მზე, ზღვა, გარუჯვა თითქმი ყველა ადამიანს უყვარს. არაერთი ქალის სურვილია მუქი ფერის კანი ჰქონდეს, ამიტომ შედეგის მისაღწევად სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ. მათ შორის უპირველესი მზის აბაზანებია. დამეთანხმებით, გარუჯვას თავისებური ცოდნა სჭირდება, რათა ჩვენს სხეულს ზიანი არ მივაყენოთ. იმისათვის, რომ კანმა სწრაფად მიიღოს შოკოლადის ფერი და ამავე დროს, არ დაიწვათ, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

 

როდის არის დაუშვებელი მზეზე რუჯის მიღება

რუჯის მიღება არ არის მიზანშეწონილი, თუ თქვენ გაქვთ ძალიან ღია ფერის კანი და თმა. ასევე, თუ ტანზე გაქვთ თანდაყოლილი პიგმენტური ლაქები, მსხვილი, ან დიდი რაოდენობით ხალი. ამ დროს დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლებელია დიდი პრობლემები შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. ამასთან, ულტრაიისფერი სხივები სწრაფ დაბერებას და თქვენ წარმოიდგინეთ, კანის კიბოს წარმოქმნასაც უწყობენ ხელს.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

 

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი

სასურველია, სანამ ზღვაზე წასვლას გადაწყვეტთ, დაახლოებით ორი კვირით ადრე ესტუმროთ სოლარიუმს, სადაც კანს რუჯისთვის მოამზადებთ. სოლარიუმში, კვირაში ორჯერ 3-5 წუთიანი ვიზიტის შედეგად თქვენი კანი ოქროსფერ ელფერს მიიღებს. ეს კი ზღვაზე სასურველი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

მზე ყველაზე აქტიური და მცხუნვარე დილის 10 საათიდან შუადღის ოთხ საათამდეა. პირველ დღეებში გამოიჩინეთ სიფრთხილე. თავდაპირველად ეცადეთ მოერიდოთ შუადღის მზეს. გახსოვდეთ, ყველაზე დაუცველი ადგილებია ცხვირი, მკერდი და მხრები. მზეზე ყოფნის დროს, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ წაისვით მზისგან დამცავი საცხი.

დღეების მატებასთან ერთად, თანდათან გაზარდეთ მზეზე ყოფნის დროც. ასეთ შემთხვევაში მიღებული შედეგი ნამდვილად გაგახარებთ. თავიდან აიცილებთ დამწვრობას, დისკომფორტს და უსიამოვნო შეგრძნებებს.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

გაითვალისწინეთ, რომ ერთ საათზე მეტი ხნით რუჯის მიღება არ არის რეკომენდირებული. ულტრაიისფერი სხივები 1,5 მეტრამდე აღწევს წყალში, ამიტომ წყალში ჩასვლამდე აუცილებლად წაისვით რუჯის საცხი. წყლიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად შეიმშრალეთ კანი. დერმატოლოგები დამწვრობის თავიდან ასაცილებლად სხეულის წყლის წვეთებისგან შეშრობას გვირჩევენ, რადგან წყლის წვეთებს აქვთ ლინზის ეფექტი და მზის სხივების მავნე ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებენ.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

მზე კანს ძალიან აშრობს, ამიტომ სანაპიროზე ყოფნისას მიიღეთ ბევრი სითხე. ყოველთვის იქონიეთ თან სასმელი წყალი. სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ ნუ იჩქარებთ აბაზანაში შესვლას და შხაპის მიღებას. სანაპიროს დატოვების შემდეგ, მზის სხივები თქვენს კანზე მუშაობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში აგრძელებენ.

თუ გინდათ სასურველი რუჯი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნოთ, მაშინ თავი აარიდეთ სკრაბების და უხეში ღრუბელის გამოყენებას. დაიმახსოვრეთ, რომ რუჯის მტერია კოსმეტიკა, სახის გამწმენდი საშუალებები და ნიღბები. ამიტომ დროებით თავი შეიკავეთ მსგავსი საშუალებების მოხმარებისგან.

 

სოლარიუმი

ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა სოლარიუმი. თუმცა სოლარიუმში ვიზიტამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მენეჯერთან. უნდა მოხდეს კანის ტიპის, ფერის დადგენა, ამის შემდგე განისაზღვროს დრო, ესა თუ ის ადამიანი, რამდენი ხანი უნდა შევიდეს სოლარიუმში. დაიმახსოვრეთ, სოლარიუმი არის ინდივიდუალური ყველა მომხმარებლისთვის, ამიტომ წინასწარი კონსულტაცია აუცილებელია.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

სასურველი რუჯის მისაღებად აუცილებელია იაროთ 24 ან 48 საათში ერთხელ. კვირაში ერთხელ, ან ორჯერ ვიზიტის შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ამასთან, უნდა იკითხოთ რამდენ ნათურიანია აპარატი და რა სიმძლავრის ნათურები აყენია. მნიშვნელოვანია, როდის შეიცვალა ნათურები. აუცილებელია ისინი ყოველ 800 საათში შეიცვალოს. თუ ნათურები არ არის ახალი და ის 800 საათზე მეტხანს მუშაობს, რამდენად დიდი დროც არ უნდა გაატაროთ სოლარიუმში, სასურველ შედეგს და ფერს ვერ მიიღებთ. თუ ნათურები ხარისხიანია და თავის დროზეა გამოცვლილი, ოცი წუთის შემდეგ შედეგი შესამჩნევი უნდა იყოს, ამ პერიოდში კანმა აუცილებლად უნდა იცვალოს ფერი.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

იმ შემთხვევაში, თუ რუჯის მიღების შემდეგ აგიჭრელდათ კანი, დაგრჩათ თეთრი ფერის ლაქები, მიმართეთ დერმატოლოგს. ეს შეიძლება იყოს კანის სოკოვანი დაავადება, ან შესაძლოა ქვედა კიდურებზე სისხლის ცირკულაცია არ იყოს მოწესრიგებული.

 

როდის არის დაუშვებელი სოლარიუმით სარგებლობა

სოლარიუმით სარგებლობა დაუშვებელია ქრონიკული დაავადებების, ორსულობის, ლაქტაციის დროს. დაუშვებელია მათთვის, ვისაც აქვს ბევრი ხალი, პიგმენტური ლაქები. ასევე, მაღალი არტერიული წნევის დროს. გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში. ასთმის, ასევე ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას. ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში. შარდსასქესო დაავადებების დროს. მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ. სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს. ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით - ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი უმოკლეს დროში და რა უნდა გავითვალისწინოთ სოლარიუმში ვიზიტამდე

სოლარიუმი აკრძალულია ექვსი თვის განმავლობაში კანის ლაზერული გაპრიალების შემდეგ. ქიმიური პილინგის შემდეგ სოლარიუმი აკრძალულა ერთი თვის განმავლობაში. ეპილაციის შემდეგ სოლარიუმს მრავალი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. ამ დროს მაღალია დამწვრობის განვითარების რისკი, რადგან კანს მოშორებული აქვს დამცავი ფენა. სოლარიუმი ასევე უკუჩვენებებს იწვევს ოპერაციის შემდეგ.

თუ გსურთ რუჯი იყოს ერთფეროვანი და დიდი ხანი შენარჩუნდეს სასურველი ფერი, რუჯის მიღებამდე უნდა გაიკეთოთ კანის პილინგი სკრაბით. პირველ ეტაპზე, პროცედურებს შორის არ უნდა იყოს დიდი შუალედები. უკვე რუჯის მიღების შემდეგ კი მის შესანარჩუნებლად საჭიროა კვირაში ერთხელ, 8-10 წუთით ისარგებლოთ სოლარიუმით, ან მზეზე გაირუჯოთ.