თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კახა კახიშვილმა გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს ყველა სკოლის სახურავზე სახელმწიფო დროშა აღიმართოს, ფასადზე კი - სახელმწიფო გერბი განთვსდეს.
კანონპროექტის პაკეტს დეპუტატი რიგგარეშე სესიის ფარგლებში ბიუროზე ორშაბათს წარადგენს.
დეპუტატის ინიციატივით, სახელმწიფო დროშები უნდა აღიმართოს ყველა სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
დეპუტატი ასევე სთავაზობს საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში, გამოსაჩენ ადგილზე სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსებას.
ინიციატივის დაკანონებისთვის მისი სამი მოსმენით დამტკიცებაა საჭირო.