საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოტოციკლის მძღოლი და Mercedes-ის კიდევ ერთი მგზავრი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში Mercedes-ის მარკის ავტომობილის და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

თვითმხილველების ინფორმაციით, Mercedes-ი მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანის მგზავრი, 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მოტოციკლის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.