ქუთაისში პედოფილიაში ეჭვმიტანილ 60 წლის მამაკაცს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ 60 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა, იუწყება „პირველი არხი“.

ქუთაისში 65 წლის კაცმა 7 წლის ბავშვის გაუპატიურება სცადა: მიმდინარეობს გამოძიება

ქუთაისში, 7 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 60 წლის მამაკაცი გუშინ, ავტოქარხნის დასახლებაში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა.

გუშინ მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. ის კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.