კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ სამოქალაქო ბრუნვაში გამოვიდა

რუსეთში ამ პრეპარატის გამოყენებას გეგმავენ რევაქცინაციისთვის და ასევე კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტის“ პირველი პარტია სამოქალაქო ბრუნვაში გამოვიდა, იუწყება РИА Новости რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოზე დაყრდნობით.

იქნება თუ არა სავალდებულო კორონავირუსზე ვაქცინაცია რუსეთში

„გუშინ დასრულდა კონტროლის ეტაპი... ივნისის ბოლომდე სამოქალაქო ბრუნვაში გამოვა დაახლოებით 2,5 მილიონი დოზა, წარმოების მოცულობა მომავალში გაიზრდება“, - განაცხადა მან.

მან აღნიშნა, ამ პრეპარატის გამოყენებას გეგმავენ რევაქცინაციისთვის და ასევე კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაციისვის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა გამალეის ცენტრში შექმნილი ვაქცინა „სპუტნიკ V“ - მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ამჟამად რუსეთში რეგისტრირებულია ასევე ვაქცინები „ეპივაკკორონა“ და „კოვივაკი“. მეოთხე ვაქცინის - „სპუტნიკ ლაიტის“ რეგისტრაციის შესახებ მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი.