გურიის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გიორგი სახოკია სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვლიდან იკავებდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია თანამდებობიდან გათავისუფლებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

„ქართულ ოცნებაში" განმარტეს, თუ როდის დააკავებენ გახარიას

გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გუბერნატორის გათავისუფლების მიზეზი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად ყოფილ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან მისი ახლობლობა სახელდება.

როგორც გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სახოკია სხვა სამსახურში გადადის. თუ სად, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც გიორგი სახოკია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა გიორგი სახოკიამ 2021 წლის თებერვლის თვეში დაიკავა, მანამდე ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

იყო თუ არა პოლიტიკური მოტივი? – რატომ გაათავისუფლეს „საქპატენტის“ უფროსი

2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.