თათული ედიშერაშვილი: „ახლა ძალიან არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა მომისმინონ“

თათული ედიშერაშვილი იხსენებს ბავშვობის პერიოდს – როგორი ბავშვი იყო, რა უყვარდა, ყველაზე მეტად რისი გაკეთება ეზარებოდა...
Sputnik

 

თათული ედიშერაშვილი: „ახლა ძალიან არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა მომისმინონ“

„ბავშვობაში ჭკვიანი, თუმცა, მატრაკვეცა გოგო ვიყავი, რეალურად ჩემმა ორმა უფროსმა დამ გამზარდა. ძალიან დიდხანს მეგონა, რომ ისინი ჩემი დედები იყვნენ. ჩემი ასეთი გათამამებაც მათი დამსახურება იყო“, – ამბობს თათული ედიშერაშვილი.

მსახიობის თქმით, მას  ძალიან უყვარდა ლექსების კითხვა. პოეზია დედამ შეაყვარა და პატარაობიდანვე  ისეთი სერიოზული ლექსები იცოდა, რაც მისი ასაკისთვის „ადრე" იყო.