ყვითელი ამბები

„შენი ზღაპარიც დამთავრდა და დედის ბილიკებს მიყვები...“ – ზურა ბაკურაძეს სიმღერა მიუძღვნეს

ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ზურა ბაკურაძე დედის დაკრძალვაზე რაჭაში იყო წასული.
Sputnik

მომღერალმა დათო არჩვაძემ გარდაცვლილი კოლეგის ზურა ბაკურაძის ხსნოვნას პოეტ ნანა ცინცაძესთან ერთად ახალი სიმღერა მიუძღვნა. დათო ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ზურა, დღეს მე და ნანა ცინცაძემ ახალი სიმღერა დაგიწერეთ და მოგიძღვენით. სულ რომ ხუმრობით ჰყვებოდი ყველა ინტერვიუში სიმღერა „ღიღილოზე” – ნანამ და დათომ 5 წუთში დამიწერეს სიმღერაო, მუსიკალურ საგზალსაც გატან იმ ქვეყნად და როცა იქნება, ჩვენ იქაც ერთად ვიმღერებთ ძმობილო“, – წერს მომღერალი.

„ტრანსპორტი არ ჩანდა...“– დედის დაკრძალვაზე მყოფი „ქართული ხმების“ სოლისტი ხევში გადავარდა

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე 23 ივნისს გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვის გამო იყო ჩასული.

ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ამ ადგილზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევჩი ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.