ურეკში სასტუმროში ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია მოხდა

ცეცხლი სასტუმროს სამსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა, შემდეგ კი ყველა სართულზე გავრცელდა, ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეების 10 ბრიგადა მონაწილეობს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ურეკში ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რომლის გამო სტუმრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ცეცხლი სასტუმროს სამსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა, შემდეგ კი ყველა სართულზე გავრცელდა.

მეხანძრეებმა სტუმრების ევაკუაცია მოახდინეს, შემდეგ კი ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.

ადგილზე მუშაობას მეხანძრეების 10 ბრიგადა აგრძელებს.