სუბარი: მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება სასამართლო რეფორმის შეფერხებას ნიშნავს

პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას პასუხობს.
Sputnik
სუბარი: მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება სასამართლო რეფორმის შეფერხებას ნიშნავს
„ძალიან მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც რეალობას მოკლებულია. მთავრობამ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი ყველა დაპირება და წინადადება. ახლა ჩვენ რომ გავაჩეროთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევაფერხოთ სასამართლო რეფორმა და საქმეების განხილვა სასამართლოებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული დისკუსიების შემდეგ უნდა მოხდეს.