თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ქუთაისში ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 65 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა წუხელ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა.
მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. ის კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე ოჯახს და ადგილობრივებს საუბარი არ სურთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.