პოლიციელების ხელფასები გაიზრდება

ბოლოს საქართველოში პოლიციელების ხელფასი 2000 წლის ივლისიდან დაახლოებით 125 ლარით გაიზარდა. რამდენით გაიზრდება ამჯერად სამართალდამცველების ხელფასი, ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას აპირებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშით წარდგენისას.

პოლიციელებს ხელფასი ბოლოს შარშან, 1 ივლისიდან დაახლოებით 125 ლარით გაეზარდა. მათი საშუალო ხელფასი მანამდე 1,2 ათას ლარს შეადგენდა. ხელფასის გაზრდა შსს–ს 13 ათასზე მეტ თანამშრომელს შეეხო.

„გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება პოლიციელთა შრომითი ანაზღაურება. ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი თავდადებული შრომა კიდევ უფრო დაფასდეს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენით და როდის გაიზრდება სამართალდამცველების ჯამაგირი.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შსს–ში რეფორმა გაგრძელდება და შეეხება პოლიციის ყველა ქვედანაყოფს, მათ შორის კრიმინალურ და საპატრულო პოლიციას.