მამა–შვილმა მეზობლის 8 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა: რას ჰყვება ბავშვის ბებია

ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ შემთხვევის შესახებ დედას უამბო. ოჯახმა საქმეში სამართალდამცველები ჩართო.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მამა–შვილი გუშინ, 24 ივნისს დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვზე სექსუალურ ძალადობას 65 და 35 წლის მამაკაცები ახორციელებდნენ.

ოჯახმა მომხდარის შესახებ ორი დღის წინ გაიგო. დედა ბავშვს აბანავებდა, რა დროსაც ბავშვს მუცლის არეში ტკივილები დაეწყო და მან დედას მოუყვა აღნიშნული ფაქტის შესახებ. 

მამა–შვილმა მეზობლის 8 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა: რას ჰყვება ბავშვის ბებია

როგორც სააგენტოს კორესპონდენტთან გოგონას ბებიამ განაცხადა, მამაკაცებმა მის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობა  დაახლოებით 2,5 წლის მანძილზე რამდენჯერმე განახორციელეს.

გოგონასთან ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ. 8 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ფაქტი დაადასტურა ქუთაისის ექსპერტიზის ბიურომ. 

ოჯახმა პოლიციას მიმართა, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გუშინ მამა–შვილი დააკავეს. 

მომხდარმა ფაქტმა სოფლის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მათ დღეს ბრალდებულთა სახლს ცეცხლი წაუკიდეს.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება "გაუპატიურების" მუხლით დაიწყო. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.