ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ კრუასანებს აცხობს თიკა ფაცაცია – ვიდეო

თიკა ფაცაცია ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად უზიარებს საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს.
Sputnik

თიკა ფაცაცია, როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-ზე ორი პროექტის წამყვანობის პარალელურად ოჯახური ამბებისთვისაც მშვენივრად იცლის. მას არცთუ მსუბუქი დღის გრაფიკი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სახლში სამზარეულოში საქმიანობას მაინც ახერხებს.

თიკა ფაცაცია აქტუალობას არ კარგავს. არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.