კობახიძე: დიდი ინტერესით ველოდებით პრემიერის ანგარიშს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომასთან დაკავშირებით საუბრობს და ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ წინასწარი პოლიტიკური სპეკულაციებისგან.
Sputnik
კობახიძე: დიდი ინტერესით ველოდებით პრემიერის ანგარიშს
„დიდი ინტერესით ველოდებით პრემიერ-მინისტრის ანგარიშს და ასევე საუბარს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავს იგი ქვეყნის განვითარებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ინტერესით დაელოდონ პრემიერის ანგარიშს. შეკითხვები ყველა დარგთან დაკავშირებით იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას დღეს, 25 ივნისს დაასრულებს. დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარდგება.