თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. გორში პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სცემეს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ხოლო დაშავებულს საჭირო სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. შემდგომში ის კლინიკიდან გაწერეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.