მაიამის შემოგარენში მდებარე ქალაქ სერფსაიდში მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად განადგურდა დაახლოებით 130-მდე ბინა. უბედური შემთხვევის ადგილზე მაშველთა 80 ბრიგადა მუშაობს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მაშველებს სამი დაღუპულის ცხედარი აქვთ ნაპოვნი, ნანგრევებიდან ამოყვანილია 37 კაცი, რომელთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მაიამის პოლიციის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სულ ცოტა 99 კაცის ადგილსამყოფელი უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.