წყარო: ევროკავშირმა უარი თქვა პუტინისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე

ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის თაობაზე ანგელა მერკელს ეკუთვნის და მას ეთანხმება ემანუელ მაკრონიც.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი − Sputnik. გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ინიციატივას, შედგეს ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, ევროკავშირის ათამდე ქვეყანა ეწინააღმდეგება, იუწყება სააგენტო Bloomberg ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

მერკელი: ევროკავშირმა რუსეთის პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი უნდა შექმნას

როგორც მანამდე წერდა გაზეთი Financial Times, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა გამოთქვეს სურვილი, რომ ევროკავშირმა პუტინის სამიტზე მიწვევის საკითხი განიხილოს.

რუსეთის ლიდერის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, შესაბამისი ინიციატივა ანგელა მერკელს ეკუთვნის, რომელსაც ასევე ეთანხმება ემანუელ მაკრონიც.

ბრიუსელის წყაროს თქმით, განხილვის დროს დაახლოებით ათმა სახელმწიფომ მიანიშნა, რომ მათ არ მოსწონთ ან თავად იდეა, ან ის ფაქტი, რომ ინიციატივა ყოველგვარი მომზადების გარეშეა წამოყენებული.

სიტყვით ზეწოლა, საქმით – თანამშრომლობა: ევროკავშირის „ახალი“ სტრატეგია რუსეთის მიმართ

სააგენტოს ცნობით, როგორც ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეშია ნათქვამი, ქვეყნების ლიდერები „შეისწავლიან რუსეთთან დიალოგის არსებულ ფორმატებს, მათ შორის, ლიდერების დონეზე დიალოგს“. თუმცა ტექსტის ეს ნაწილი კვადრატულ ბრჭყალებშია მოქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტი საბოლოოდ არ არის შეთანხმებული.

ანგელა მერკელმა გუშინ ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ევროკავშირმა პირდაპირი კონტაქტები უნდა ეძებოს რუსეთის პრეზიდენტთან და დიალოგის ფორმატი უნდა შექმნას, ვინაიდან „სხვა გზით კონფლიქტები ვერ გადაიჭრება“.