დასავლეთ საქართველოში მოძალადეების სახლი დაწვეს – ვიდეო

დასავლეთ საქართველოში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ცეცხლი წაუკიდეს მამა-შვილის სახლს, რომლებსაც რვა წლის გოგონას გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

მარტვილის რაიონის მკვიდრებმა სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებამდე გამოუტანეს განაჩენი მამა-შვილს, რომლებსაც რვა წლის გოგონას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. მათი სახლის ადგილზე ახლა მხოლოდ ფერფლის გროვაა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულების სახლს პოლიცია იცავდა, ადგილობრივებმა მაინც შეძლეს სახლისთვის ცეცხლის მოკიდება.

მანამდე პოლიციამ დააკავა 65 და 35 წლის მამა-შვილი. მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება რვა წლის გოგონას გაუპატიურებას, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „გაუპატიურების“ მუხლით. დანაშაული ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.