Victoria's Secret-ის ანგელოზები – ლეგენდარული ბრენდის ახალი სახეები

Sputnik

ახლა Victoria’s Secret-ის სახეები იქნებიან არა მხოლოდ პროფესიონალი მოდელები, არამედ სპორტსმენები, მსახიობები და აქტივისტები.

ახალ „ანგელოზებს“ შორის არიან 35 წლის ფეხბურთელი და გენდერული თანასწორობის მომხრე აქტივისტი მეგან რაპინო, 38 წლის მსახიობი და ტექნიკური ინვესტორი პრიანკა ჩოპრა, 24 წლის ბრაზილიელი ტრანს-მოდელი ვანენტინა სამპაიო და სხვ.

 

1 / 7
ცნობილმა ბრენდმა უარი თქვა ცნობილ მოდელებთან მუშაობაზე. კომპანიამ გადაწყვიტა მარკეტინგული პოლიტიკის მოდიფიცირება და დაასახელა ახალი ვარსკვლავები, რომლებიც წარმოადგენენ ბრენდს
2 / 7
მათ შორის არიან მსახიობი პრიანკა ჩოპრა, ფეხბურთელი მეგან რაპინო და სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან
3 / 7
ბრენდის წარმომადგენლებს შორის ასევე არის ტრანსგენდერი ვალენტინა სამპაიო
4 / 7
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა ისინი შეაფასებენ ქალების მიღწევებს, და არა მათ პროპორციებს
5 / 7
ბრენდის ახალი წარმომადგენლები თეთრეულით არ იპოზიორებენ, ამის მაგივრად ისინი მონაწილეობას მიიღებენ პოდკასტებში და კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში
6 / 7
ბოლო წლებში კომპანიას ფინანსური პრობლემები ქონდა, რის გამოც 2019 წელს შოუ არ შედგა
7 / 7
ბრენდს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ სათანამშრომლოდ არ მოიწვია ტრანსგენდერი და plus-size მოდელები. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კომპანიამ საკუთარი პოლიტიკის ცვლილებებზე მუშაობა