სახსრების ტკივილი: ოთხი საუკეთესო დანამატი სამკურნალოდ და ტკივილების მოსახსნელად

ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, ამ დანამატმა კვლევებისას ისეთი ძლიერი ეფექტი გამოავლინა, რომ პაციენტებმა ტკივილგამაყუჩებლების მიღება შეწყვიტეს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. სახსრები სხვადასხვა დაავადებისა და ასაკის მატების ფონზე ნაკლებად მოქნილი ხდება და ამასთან იმატებს ანთებითი პროცესები, თუმცა ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ტკივილი მოითმინოთ, წერს Express-ი.

სახსრების ტკივილის „სასწრაფო დახმარება" – იაფი და ეფექტური

გამოცემის ინფორმაციით, გარდა სამკურნალო პროცედურებისა, არსებობს არაერთი დანამატი, რომელთა ხანგრძლივი ეფექტი სახსრების მკურნალობაში უკვე დადასტურებულია.

მაგალითად, როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, გლუკოზამინის სულფატის ყოველდღიური მიღება სახსრებში ოსტეოართრიტის განვითარებას ამუხრუჭებს და ასევე ამცირებს დაავადებით გამოწვეულ ტკივილს.

ამასთან აღინიშნება, რომ გლუკოზამინი სახსრების გარშემო ხრტილოვანი ქსოვილის საკვანძო კომპონენტია.

გარდა ამისა, სახსრების მდგომარეობაზე შესანიშნავ გავლენას ახდენს ომეგა-3, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და კარგი საშუალებაა სახსრებში ტკივილების მოსახსნელად.

„2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ომეგა-3-ის რეგულარული მიღება ამცირებს სახსრებში დისკომფორტსა და „შებოჭილობას“. ამასთან ზოგ შემთხვევაში ეფექტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პაციენტებმა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება შეწყვიტეს“, – ნათქვამია Express-ის სტატიაში.

ექიმები სახსრების ტკივილის შემთხვევაში ასევე გვირჩევენ კურკუმისა და ჯანჯაფილის გამოყენებას. თუმცა განმარტავენ, რომ კვლევებისას კურკუმამ მხოლოდ ხანმოკლე ანთებები შეამცირა, ხოლო ჯანჯაფილის ექსტრატმა, რომელსაც ჩვეულებრივი დანამატების სახით ვიღებთ, მაინცდამაინც ძლიერი ეფექტი ვერ გამოავლინა.