ყვითელი ამბები

„მქონდა გულისრევის შეგრძნება...“ – რა აკავშირებთ სალომე ბაკურაძეს და კახა კალაძეს?

აღმოჩნდა, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი რთულ დაავადებას ებრძვის. სალომეს თქმით, კოშმარული დღეები გამოიარა.
Sputnik

მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე დღის წინ გაიღვიძა და საწოლიდან ვერ ადგა, თვალებს ძლივს ახელდა, ჰქონდა გულისრევის შეგრძნება. მისმა მეუღლემ და დედამთილმა მოძებნეს ექიმი, რომელიც იმ დროს თურქეთში იმყოფებოდა.

თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან გადაუღეს „კატე“, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. ამბობს, რომ თავად ნერვიულობის თავიც არ ჰქონდა, ისე ცუდად იყო.

მომღერალი წერს, რომ ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება დაუდგინდა, ისევე, როგორც თბილისის მერს კახა კალაძეს რამდენიმე კვირის წინ. დაუნიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში აკეთებს. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ.

„როგორც ექიმებმა მითხრეს, ალკოჰოლდამოკიდებულ და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვერ ხვდებიან გამომწვევ მიზეზს. დაახლოებით 80%-ის შემთხვევაში არ იციან, თუმცა ექიმმა კორონავირუსის შემდგომი გართულება არ გამორიცხა. მართალი გითხრა, არც მე გამოვრიცხავ ამას. როგორც გავიგე, სასუნთქი გზების დაზიანებით იწყება და კორონავირუსს სწორედ ეს ახასიათებს, არადა, მეგონა, გართულებების გარეშე გადავიტანე“, – ამბობს მომღერალი fortuna.ge-სთან ინტერვიუში.