გარდაბანში არსებულ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ხელოვნური წყალსაცავი გარდაბანში არსებულ „თბილსრესთან“ მდებარეობს. მაშველები მოზარდებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარდაბანში არსებულ წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

სამეგრელოში წყლით სავსე ავზში ბავშვი დაიხრჩო

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მკვიდრი მოზარდები წყალსაცავში საბანაოდ ჩავიდნენ. 15 წლის მოზარდი წყლიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა და მის დახმარებას 17 წლის მოზარდი შეეცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.