ყვითელი ამბები

„ისიც დიდად არ გვკითხულობს“ – ეკა ხოფერია პირველ შვილთან მტკივნეულ ურთიერთობაზე საუბრობს

ტელევარსკვლავი ქალიშვილთან ურთიერთობის მტკივნეულ დეტალებს ასაჯაროვებს. ანანო ლევიძე დედას სათანადო ყურადღებას აღარ აქცევს. ეკა ხოფერია ამის შესახებ პირველად საუბრობს და დუმილს არღვევს.
Sputnik

ეკა ხოფერიას დიდი ოჯახი ჰყავს. უფროსი ქალიშვილი ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ეკა სხვადასხვა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ თავიდან ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ხოლო ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

თუმცა, როგორც ირკვევა, ანანოს და ოჯახის სხვა წევრებს ურთიერთობა დაეძაბათ. გოგონა მადრიდში სწავლობს, სწავლის პარალელურად მუშაობს, რამაც რუტინული ცხოვრება განაპირობა. ეკა ხოფერიამ „ფოლოვერებს“ მისი ერთი ჩვეულებრივი დღე გაუზიარა და აღნიშნა, რომ უფროს ქალიშვილს დედისთვის აღარ სცალია. მიზეზად კი დისერტაციასა და მუშაობას ასახელებს. „ანანო დისერტაციას წერს და მუშაობს, და ისიც დიდად არ გვკითხულობს. კითხვაზე როგორ ხარ? გვპასუხობს - კარგად, შენ?“ – წერს ეკა ხოფერია.

ცნობილი ჟურნალისტის ეკა ხოფერიას ქალიშვილი ანანო ლევიძე შეყვარებულია. გოგონა გრძნობებს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტიურად აქვეყნებს შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მანამდე ეკა ხოფერია „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ქალიშვილის და ათული პაპუაშვილის ფოტოებს თავად აქვეყნებდა წარწერით love.

ანანოს გარდა, ეკა ხოფერიას მეორე მეუღლესთან მიშა ხუჯაძესთან ორი ვაჟი შეეძინა. ეკა ხოფერიას ქალიშვილი ესპანეთში სწავლობს. მანამდე მშვენიერი გოგონა ინგლისში ცხოვრობდა და ბიზნესის კურსს ეუფლებოდა. ანანო ლევიძემ სკოლა წარჩინებით დაასრულა. მისი ბანკეტის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა. დედა-შვილი ნამდვილად შეუდარებლად გამოიყურებოდა.