ფარულავა: საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა განვლილ ცხოვრებაზე საუბრობს, კერძოდ, თუ რატომ არ ჰყავს ოჯახი და არ გააჩინა შვილი.
Sputnik

 

ფარულავა: საერთოდ არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს

„მე ვარ უშვილო ქალი და ამის მიზეზი ვერ დავადგინეთ. მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში მამაკაცების სიმრავლისა, ორსულობა არ შედგა. ერთხელ ხელოვნური განაყოფიერებაც ვცადე, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა. ეს არის უფლის ნება. 54 წლის ვარ და საერთოდაც არ ვნანობ, რომ შვილი არ მყავს. თუ გინდათ ეგოისტი მიწოდეთ, მე შვილის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს“, - ამბობს ფარულავა.

ფარულავას თქმით, ცხოვრებაში ბედნიერების განცდა მხოლოდ შვილის ყოლასთან არ უნდა ასოცირდებოდეს.