მსოფლიო ვარსკვლავი დუა ლიპა ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა

ქართული ბრენდი Mach&Mach დიზაინერმა დებმა, გვანცა და ნინა მაჭარაშვილებმა შექმნეს. მათ სამოსში ჩნდებიან ცნობილი მოდელები და ვარსკვლავები.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მომღერალი დუა ლიპა ქართული ბრენდის Mach&Mach ფეხსაცმლით გამოჩნდა.

ბრენდის გვერდზე გამოჩნდა ვარსკვლავის ფოტო, სადაც ჩანს, რომ თავისი ლუკისთვის - მოკლე მომდგარი კაბისა და დიდი ზომის პიჯაკისთვის ვარსკვლავმა ვერცხლისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია.

ქართული ბრენდი Mach&Mach დიზაინერმა დებმა, გვანცა და ნინა მაჭარაშვილებმა შექმნეს (Gvantsa Mach და Nina Mach).

გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა - დიპლომირებული მედიკოსი.

გოგონებმა თავიანთი მარკა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach - ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწილო კაბების ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მათ სამოსში ჩნდებიან მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხა მოზა, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ნიკოლ კიდმანი და სხვა ვარსკვლავები. ახლახან Mach&Mach-ის სამოსით მსახიობი მეგან ფოქსი გამოჩნდა.