კალაძე: მერია ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა

თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის და გამგეობების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე საუბრობს.
Sputnik

 

კალაძე: მერია ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა

„მერიისა და გამგეობების მიერ შემუშავებული პროგრამებით მოსახლეობის ორ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდა... ჩვენ  დავნერგეთ ახალი პროგრამები, არსებული კი გავაუმჯობესეთ. კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდება, კიდევ ბევრი პროგრამაა, რომელიც უნდა გაფართოვდეს და რაც მთავარია, მომსახურების ხარისხი გაიზარდოს“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მერია მაქსიმალურად ეცდება,  რათა სულ უფრო მეტმა სოციალურად შეჭირვებულმა ადამიანმა იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა.