სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ბარბარიკას როლის შემსრულებელი მსახიობი და ტელეწამყვანი თაკო კორინთელი გათხოვდა. მისი რჩეული ექიმია, ფიზიკური თერაპევტი, რეაბილიტოლოგი ლევან ნარეშელი. ლევანისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველ ქორწინებაში შვილი ჰყავს.
„ჩემი ცოლის დაქალებში” თაკო კორინთელის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რამდენიმე თვის წინ „ბარბარიკამ” სერიალიდან უხმაუროდ წასვლა გადაწყვიტა – ტელეწამყვანად მუშაობა არჩია. როგორც მსახიობმა ჟურნალ „გზასთან“ განაცხადა, სურს ტელევიზიას დაუბრუნეს, მაგრამ არა მსახიობის, არამედ ტელეწამყვანის ამპლუაში. თაკო ამბობს, რომ ხუთწლიანი პროფესიული პაუზა ჰქონდა, ამიტომ საჭიროდ მიიჩნია, დილის გადაცემის წამყვანობას დათანხმებოდა.
„ტელეარხიც, სადაც „ჩემი ცოლის დაქალები” გადის, შემოქმედებითი გუნდიც ძალიან მიყვარს. მათთან მუშაობა კომფორტული იყო, მათთან ერთად გატარებული წლები – ძალიან კარგი. უბრალოდ, ასე მოხდა, რომ სერიალს გამოვეთიშე, ცოტა თუ დიდი ხნით – არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე სერიალში აღარ ვიქნები. ჩემი პერსონაჟის – ბარბარიკას ხაზს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება – საერთოდ გაგრძელდება თუ არა, ან, თუ გაგრძელდება, ვინ იქნება როლში“, – ამბობს თაკო კორინთელი.
წყვილმა გასული ზაფხული ერთად გაატარა და 13 აგვისტოს ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცა – ისინი დაინიშნენ.