COVID-19 საქართველოში – 22 ივნისის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 346.217 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.199, კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.698 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 605 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 914-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 360.055-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 346.217 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 635), გარდაიცვალა – 5.199 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.698 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 605 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 27.956 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.953, PCR–ტესტით – 9.003.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,27%, ბოლო 14 დღის - 2,43%, ბოლო 7 დღის - 2,55%.

სულ აცრილია 238.220 პირი, ერთ დღეში აცრილია 3.847 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.