ვოლსკი: გახარიას საქციელს შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრობს და მის მიერ თანამდებობის დატოვებას აფასებს.
Sputnik
ვოლსკი: გახარიას საქციელს შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები
„მის საქციელს შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები, ასეთია ჩვენი მოსაზრება. საქართველოში დესტაბილიზაცია ქვეყნის ერთ-ერთ შიდა გამოწვევად რჩება. თანამდებობიდან გადადგომით გახარიამ ხელი შეუწყო დესტაბილიზაციის შესაძლო განვითარებას“, – ამბობს გია ვოლსკი.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და, სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.